Monday, March 13, 2017


  1. პროექტის სახელწოდება: ხიდები
  2. პროექტის აქტუალობა: საკუთარი და უცხო ქვეყნის, ინგლისის ხიდების ისტორიის გაცნობა. პრეზენტაციისა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარების განვითარება.
  3. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გამოიყენებენ ინგლისური ენის, ისტორიისა და ისტ-ის ცოდნას. გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნას და წარმოჩენას პროექტის პრეზენტაციისას, ასევე პოსტერის გაკეთების პროცესში.
  4. მონაწილეთა ასაკი: V
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
  6. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიტყობენ მეტ ინფორმაციას არჩეული ხიდების შესახებ. გაიღრმავებენ ცოდნას და ლექსიკურ მარაგს ინგლისურ ენაში. შექმნიან პოსტერსა და პრეზენტაციას აღნიშნულ თემაზე. განუვითარდებათ ზეპირი მეტყველების და პრეზენტაციის გაკეთების უნარ-ჩვევები.
  7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი 
  8. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს გავაცნობ თემას, კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად, ჯგუფები აირჩევენ ლიდერებს, ერთ ჯგუფს დაევალება ჩვენი ქვეყნის, ხოლო მეორე ჯგუფს ინგლისის ცნობილი ხიდების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და პროექტის გაკეთება. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, დაახარისხებენ, გააკეთებენ დასკვნებს, ერთი ჯგუფი გადაუღებს სურათებს საკუთარი ქვეყნის ხიდებს, ხოლო მეორე ინტერნეტში მოიძიებს სურათებს. დასკვნის სახით გააკეთებენ  powerpoint-ში მომზადებულ პრეზენტაციასა და პოსტერს. მსვლელობის პროცესში ჯგუფის ლიდერები ეტაპობრივად მიაწვდიან მასწავლებელს ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მათ მუშაობას და აძლევს სწორ მიმართულებას. საბოლოოოდ, პროექტის წარდგენისას თითოეული ჯგუფი წარადგენს საკუთარ ნამუშევარს პოსტერის სახით, ასევე წარადგენენ powerpoint-ში მომზადებულ პრეზენტაციას. მოსწავლეები აქტიურად საუბრობენ შესრულებული დავალების შესახებ. პრეზენტაციის მიწურულს უპასუხებენ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.
  9. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხის შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა).
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    · გუნდის წევრებთან, მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
    ·   გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
    ·           გუნდში ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
    ·            მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
               ·  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და             დაამუშავებს მოძიებულ მასალას

      10. პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი): მ.ტლაშაძე
1          11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: m.tlashadze@gmail.com